პროექტის სახელწოდება- კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი
გზა. მაჰათმა განდი.
პროექტის მთავარი იდეა. რა
მეთოდებით შეიძლება კოლონიებმა თავი დააღწიოს
დამპყრობელ სახელმწიფოს. რა გზები და საშუალებები არსებობდა
კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასა და დროში.
პროექტის აქტუალობა თანამედროვე მსოფლიოში
ერთერთი აქტუალური პრობლემაა კომფლიქტების მოგვარება. პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები
ინდოეთის მაგალითზე გაეცნობიან კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას, განდის არჩეულ
მეთოდს, იმსჯელებენ დღეს მსოფლიოში განვითარებულ
მოვლენებზე, კონფლიქტებზე და გადაჭრის გზებზე.
პროექტის მიზნები. მოსწავლეებს
შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება შედეგები და გამოძებნოს კონფლიქტის
მოგვარების გზები.
ვადები ხანგძლივობა:
2 კვირა.
მონაწილეთა ასაკი. 14 წელი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და კვლევის უნარი, შეძენილი
ცოდნა დაეხმარება განსაზღვროს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. დაპირისპირების დროს რა ფორმა სჯობს გამოიყენონ სახელმწიფოებმა რომ თავიდან აიცილონ მსხვერპლი.
პროექტის ძირითადი
რესურსები კომპიუტერი, საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1- თემის შერჩევა
აქტივობა 2 საპროექტო გუნდის შექმნა
აქტივობა 3 სამუშაო გეგმის შედგენა.
ჯგუფი I დაამუშავებს და მოიძიებს ინფორმაციას: იმპერიალიზმი-
მსოფლიოს სენი რომელიც ევროპის ძლიერ სახელმწიფოებში გავრცელდა და ინდოეთი ერთ ერთი
მსხვერპლი.
ჯგუფი IIიმუშავებს ჰქონდა თუ არა რელიგიას უშუალოდ, ჯაიანიზმს
გავლენა განდის არჩეულ მეთოდთან არაძალადობრიობასთან.
ჯგუფი III
დაამუშავებს საკითხს:
განდი მისი არჩეული პოლიტიკური გზა-მაგალითი მსოფლიოს.
აქტივობა4 ჯგუფები
წარმოადგენენ პრეზენტაციას
აქტიბობა5 პროექტის
შეფასება
კრიტერიუმები
|
ელემენტარული
1
ქულა
|
მისაღები
2
ქულა
|
ოსტატური
3ულა
|
1.მიზანი
|
არ
არის კარგად გამოკვეთილი. ბუნდოვანია
|
ხდება
ერთ მიზანზე ფოკუსირება.
|
კარგად
არი ს გამოკვეთილი მიზნები. მარტივად აღსაქმელი
|
2ორგანიზება
|
სუსტად
ორგანიზებული, არ რაის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს მსმენელს.
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა ,ორგანიზების ნიშნებით. ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,
ზოგი გაუგებარი.
|
კარგად
ორგანიზებული ფორმატი .ლოგიკური გადასვლა, ერთი იდეიდან მეორეზე. .ორგანიზება ზრდის
პროექტის ეფექტურობას.
|
3
შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად
გხვდება შეუსაბამო მცდარი ინფორმაცია.
|
ძირითადად
კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
|
მთლიანად
კორექტული. ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
|
4
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი. ხშირი შეცდომებით.
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით.
|
ენობრივად
გამართულია დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
|
5კვლევა
|
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი. გამოყენებული წყაროები არ არის სანდო.
|
კვლევა
დაგეგმილია მაგრამ ჯგუფის პოტენციალი . მთლიანად არ არის გამოყენებული.
|
კვლევა
არის დაგეგმილი. გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია.
|
6თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა
ან არ რასი ჯგუფის მიერ შექმნილი.
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნათელია მაგრამ ერთფეროვანია
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი. კარგად შესრულებული.
|
7შემოქმნედებითობა
|
მცირე
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ
ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს
ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის.
|
8კავშირი
საგნებთან
|
არ
ჩანს ჯგუფის კომპეტენცია, გხდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება.
|
მოსაზრება
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
ხდება
მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს
ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე.
|
9დასკვნები
|
არ
არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
|
დასკვნები
ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო.
|
დასკვნებში
არის სიახლე ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან. მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
|
10
პრეზენტაცია
|
ეფექტურად
არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი. უჭირს
აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა.
|
ბუნდოვნად
აყალიბებს პროექტის არსს იყენებს თვალსაჩინოებებს
|
ნათლად
ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება. ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს
თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
საგნებთან ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ისტ8.6 მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები განვითარება
და შედეგები.
ისტ8.11,მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მისი განვითარების ისტორიული
პირობები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
ინდივიდუალური ან
ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა კონფლიქტის
დაწყების მიზეზს და საბაბს.
·
კლასში დიალოგის საშუალებით ცდილობს გამოძებნოს რომელიმე
კონფლიქტის მოგვარების გზები.
·
თანაკლასელების ჯგუფთან ერთდ ირჩევს რომელიმე ისტორიულ
ეპოქასა და სახელწიფოს ,მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამინების მდგომარეობას.
სახელებს ღირებულებებს ( მაგ: ღირსება , თანასწორობა, თავისუფლება)რომელთა
უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევაში და უფლებებს, რომლების ამ ადამიანს ჰქონდა.
პროექტის ხელმძღვანელი ნათელა ჯაველიძე
ელ.ფოსტა natelajavelidze@gmail.com
No comments:
Post a Comment