სივრცეში ორიენტაციის უნარის
განვითარება VII კლასში ისტორიის გაკვეთილზე.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის
ისტორიის
მასწავლებელი ნათელა ჯაველიძე
2018 – 2019 სასწავლო წელი
სარჩევი
1.
შესავალი-----------------------------------------------------------------------------------.-3
2.
პრობლემის
აქტუალობა-------------------------------------------------------------------3
3.
საკვლევი
საკითხი, კვლევის მიზანი ----------------------------------------------------4
4.
კვლევის
ამოცანა. ქვეკითხვები----------------------------------------------------------5
5.
ლიტერატურის
მიმოხილვა---------------------------------------------------------------5
6.
კვლევის
მეთოდები და სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------9
7.
გამოკითხვის
მონაცემები----------------------------------------------------------------11
8.
მონაცემთა
ანალიზი----------------------------------------------------------------------13
9.
შესაძლო ინტერვენციები----------------------------------------------------------------15
10.
განხორციელებული
ცვლილებები. ინტერვენციები----------------------------------15
11.
ინტერვენციის
შეფასება-------------------------------------------------------------------18
12.
კვლევის
მიგნებები-------------------------------------------------------------------------21
13
რეკომენდაციები.----------------------------------------------------------------------------22
14 დასკვნა.----------------------------------------------------------------------------------------22
15. გამოყენებელი
ლიტერატურა---------------------------------------------------------------24
16.დანართი---------------------------------------------------------------------------------------25
17. რეფლექსია------------------------------------------------------------------------------------27
პრაქტიკული კვლევა
სივრცეში ორიენტაციის უნარის
განვითარება ისტორიის
გაკვეთილზე VII კლასში
1.შესავალი
წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემს მიერ განხორციელებულ
პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში.
დაბა ნარუჯის
საჯარო სკოლაში ვმუშაობ 2005 წლიდან. ვასწავლი ისტორიას. ისტორიის სწავლებისას უმნიშვნელოვანესი
როლი ენიჭება სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებას. ამ უნარის განვითარებაში კი
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სასწავლო რუკა, ის შემეცნების შეუცვლელი საშუალებაა,
რადგან არც ერთი სხვა საშუალება არც სიტყვა, არც სურათი, მოგზაურობა არ იძლევა ნათელ,
მკაფიო და ზუსტ წარმოდგენას სივრცეში ობიექტების, ქვეყნების განლაგების მიმართულებების
, კონფიგურაციისა და მოხაზულობის შესახებ გარდა რუკისა. ასეთი ცოდნა კი აუცილებელია
ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის.
2. პრობლემის
აქტუალობა
პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე VII კლასში. საკითხის შერჩევა განაპირობა
მისმა აქტუალობამ და საჭიროებამ,
რადგან VII კლასში მოსწავლეები შეისწავლიან
ძველი მსოფლიოს ისტორიას.საკლასო, საშიანაო და ჯგუფური მუშაობის შედეგებზე დაკვირვებამ
გამოკვეთა ერთი მთავარი პრობლემა, მოსწავლეები ვერ იგებდნენ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების
შესახებ ტექსტს, განსაკუთრებით თუკი თემა ეხებოდა ქვეყნის მდებარეობას დარესურსებს,
რადგან ამ სახელითა და საზღვრებით დღეს ეს სახელწიფოები აღარ არსებობს მაგალითად: ხეთები,
ურარტუ, აქემენიანთა ირანი, რომის იმპერია, ფინიკია და ა.შ.შესაბამისად ვერ ასრულებედნენ
შედეგიანად დავალებებს, ვერ აანალიზებდნენ ტექსტს, დაკვირვებამ აჩვენა რომ მოსწავლეები
ტექსტს უბრალოდ იზეპირებდენენ, რადგან ვერ იღებდნენ ორიენტაციას სივრცეში. სახელმძღვანელოში გაკვეთილების
უმრავლესობას თან არ ახლავს რუკა, რამდენიმე გაკვეთილის ტექსტსი ნახსენებია რომ ძველი
სახელმწიფო მაგ: ხეთები მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ეს შესაძლებელია
მასწავლებელმა აჩვენოს პოლიტიკურ რუკაზე, მაგრამ VII კლასში მოსწავლეებს გეოგრაფიაში
არ აქვთ ნასწავლი მსოფლიო პოლიტიკური რუკა და ეს მცდელობაც მათთვის ბოლომდე გასაგები
ვერ იქნება. ეს კი საბოლოოდ იწვევდა ინტერესის
დაქვეითებას და სწავლაში დაბალ მაჩვენებელს,ამიტომ გადავწყვიტე შემემუსავებინა ისეთი
მეთოდი რომელიც გააუმჯობესებდა სასწავლო შედეგს.
ისტორიის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია
სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარება, რომელიც დადასტურებულიაVII კლასის ეროვნული სასწავლო გეგმით.
გეგმაში ერთ-ერთი მიმართულებაა დრო და სივრცე, მისი მისაღწევი შედეგია, რომ მოსწავლემ
შეძლოს:
* განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ ეთნოგრაფიული
მხარისა და გეოგრაფიული მდებარეობა რუკაზე.
* შესაბამისი
ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზოს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრები და აჩვენოს მათი
უმნიშვნელოვანესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები.
* რუკის გამოყენებით განსაზღვროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი
ქვეყნებისა და ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარეების მდებარეობა.
* გამოიყენოს პოლიტიკური რუკა და განმარტოს პირობითი ნიშნები,
რომლითაც ხდება ტერიტორიებისა და პოლიტიკური ცენტრების აღნიშვნა.
* კონტურულ რუკაზე
დაიტანოს ინფორმაცია სხვადასხვა ეპოქისა და პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ.
3. საკვლევი საკითხი.კვლევის მიზანი.
პრობლემის გამორჩევის შემდეგ საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე
შემდეგნაირად: ისტორიის სწავლების მიმართულებაა დრო და სივრცე. ამ მიმართულებაში გამოვყავი ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ, სივრცეში
ორიენტაციის უნარის განვითარება და გადავწყვიტე მეკვლია ამ კომპონენტის ათვისებასთან
დაკავშირებული პრობლემები და იმ გზების ეფექტურობა, რომელიც კვლევის ფარგლებში დავგეგმე.
შესაბამისად გავსაზღვრე კვლევის მიზანი.
განვსაზღვროთ VII
კლასში ისტორიის სწავლებისას სივრცეში ორიენტაციის კომპონენტში
პრობლემების მიზეზები და გადაჭრის გზები.
კვლევის დასაწყისში
გაჩნდა გარკვეული ვარაუდები, რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
·
სახელმძღვანელოს
ტექსტში ნაკლებად არის თანდართული რუკები, რომელიც დაეხმარება აღქმაში.
·
რესურსების
სიმწირე
·
გაკვეთილზე
არ არის გამოყენებული მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აქტივობა.
·
პოლიტიკური
რუკები ან კონტინენტების რუკების არქონა სახლში.
4 კვლევის
ამოცანა. ქვეკითხვები
კვლევის მთავარი მიზნის
მისაღწევად საჭიროა პირველ რიგში გაირკვეს რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი
მიზეზები და რა არის გასაუმჯობესებელი. კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს.
1.
ეხმარება
თუ არა მოსწავლეს მხოლოდ სახელმძღვანელოში
მოცემული ტექსტი ქვეყნის სივრცით აღქმაში?
2.
რა ტიპის
რესურსი მიაჩნია საკითხის შესასწავლად უპირატესად?
3.
რამდენად
ხშირად იყენებს მასწავლებელი ვიზუალურ მასალას , რესურსებს?
4.
საჭიროა
თუ არა სახლში ჰქონდეს მოსწავლეს პოლიტიკური და ფიზიკური რუკა?
5.
არის
თუ არა სკოლაში ყველასათვის ხელმისაწვდომი რესურსი რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკითხის შესწავლაში.
6.
რა გზით
ურჩევნია მოსწავლეს ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების შესწავლა: დახატვით, კონტურულ რუკაზე
მონიშვნით, გაფერადებით თუ ფაზლებით?
7.
უზიარებენ
თუ არა პედაგოგები გაკვეთილზე შექმნილ მსგავს პრობლემებს ერთმანეთს.
8.
რა აქტივობებს,
მეთოდებს იყენებენ კათედრის სხვა პედაგოგები
მსგავსი პრობლემისას.
9.
რა მეთოდებს
იყენებენ კოლეგები სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებისათვის.
5. ლიტერატურის მიმოხილვა
ისტორიის
სწავლების ერთ-ერთი მკვლევარი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თანაავტორებთან ერთად თავის
ნაშრომში ,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა“ აღნიშნავს, რომ ისტორიის სწავლების ძირითადი საფუძველი
მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში მდგომარეობს, მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის,
ეს წარმატებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ მასწავლებელმა კარგად
უნდა შეისწავლოს სწავლების წესები და მეთოდები, რომ დაეხმაროს მოსწავლეს - გაუადვილდეს
ისტორიის შესწავლა.
სწავლების
მეთოდები უკარნახებს მასწავლებელს, თუ, როგორ
განახორციელოს ესა თუ ის პროცესი. მეთოდების გამოყენება მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული,
ასევე მეთოდების გამოყენება დამოკიდებულია გაკვეთილის თემაზე, კლასის აკადემიურ დონეზე,
ასაკობრივ თავისებურებებზე და სხვა ნიშან-თვისებებზე.
თითოეული
მასწავლებელი თანდათანობით აგროვებს გამოცდილებას, გამოიმუშავებს საკუთარი, ინდივიდუალური სწავლების
ხერხებს პრაქტიკული მუშაობის პროცესში. ის თავისუფლად იყენებს ამ ხერხებს და მეთოდებს
- ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ სახეს უცვლის, მაგრამ აუცილებლად ითვალისწინებს კონკრეტულ
სიტუაციას. ისტორიის გაკვეთილზე შესაძლებელია სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება,
თუმცა შეუძლებელია ყველა მეთოდის ერთ გაკვეთილზე გამოყენება.
ისტორიის სწავლების
თანამედროვე მეთოდიკაში მიღებულია მეთოდები
ზეპირსიტყვიერი - თხრობა, ლექცია, საუბარი, დისკუსია, დისპუტი ახსნა-განმარტება,
ინფორმაცია.
თვალსაჩინოება -
ილუსტრაცია, რესურსები, რუკები.
პრაქტიკული -
ცოდნის შემოწმება, ვარჯიში, შემოქმედებითი თამაშები,
რეფერატების
დაწერა.
წიგნზე მუშაობა - კითხვა, ამონაწერი, ციტირება, შენიშვნების
შედგენა, გეგმების,
სქემების, ქრონოლოგიური
ცხრილების შედგენა, ისტორიულ
მოღვაწეთა დახასიათება.
ვიდეომეთოდი - კომპიუტერის გამოყენება, ფილმები.
სწავლების
არც ერთი წესი და მეთოდი არ არის უნივერსალური, მათი მრავალფეროვნების დანიშნულებაა
სასწავლო პროცესის მოსწავლეთა მიერ ცოდნის მაქსიმალური ათვისებისკენ წარმართვა. წესებისა
და მეთოდების შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე, ოსტატობაზე,
ცოდნასა და პირად თვისებებზე. აგრეთვე მოსწავლეთა აქტიურობაზე და მათ დაინტერესებაზე
(სერგო ვარდოსანიძე, ზოია ჩიმაკაძე, ელზა ცქიტიშვილი . ,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა“ 1999).
,,მრავალმხრივი
ინტელექტის თეორიის“ ავტორი ჰოვარდ გარდნერი თვლის, რომ ადამიანებს აქვს სულ ცოტა
8 ერთმანეთისაგან განსხვავებული უნარი ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. გარდნერის ერთ-ერთი
ინტელექტის ტიპია სივრცული ინტელექტი, რომელიც განისაზღვრებავიზუალური სამყაროს სწორად
აღქმის უნარში. მაგალითად, როცა მოსწავლე ვიზუალურად გონებაში წარმოისახავსობიექტებს, მსგავს საგნებს
შორის შეუძლია ვიზუალურად პატარა განსხვავების დანახვაც.
გარდნერის
აზრით ყველა ბავშვს გააჩნია რვავე ტიპის ინტელექტი და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე
განვითარება, თუმცა პატარა ასაკიდანვე ბავშვები იწყებენ გარკვეული მიდრეკილებების გამომჟღავნებას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას მაღალი გონებრივი უნარები
ერთდროულად რამდენიმე სფეროში გააჩნია. სწორედ ამიტომ დაუშვებ მოსწავლის ერთი ინტელექტის
სფეროში კლასიფიცირება. აუცილებელია რომ მასწავლებელმა ისეთ სასწავლო აქტივობას მიმართოს,
რომელიც ბავშვის უნარებს არა მხოლოდ ერთი,
არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. ამით თავიდან ავიცილებთ ბავშვთა დისკრიმინაციას
და ხელს შევუწყობთ მათ მრავალმხრივ განვითარებას.
სასწავლო პროცესი ეფექტიანად წარმართვის წინაპირობას ბავშვის კარგად გაცნობა და მისი შედარებით განვითარებული
თუ გასავითარებელი უნარების გათვალისწინებას წარმოადგენს. მაგალითად, ბავშვებს რომლებსაც
გააჩნიათ მაღალი სივრცული ინტელექტი, აზროვნებენ
გამოსახულებების და ნახატების საშუალებით, უყვართ კონსტრუირება, აგება, გონებაში წარმოსახვა,
სჭირდებათ ვიდეო ფილმები.
გარდნერი
გვირჩევს გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ ინტელექტი რაც შეიძლება
მეტ სფეროზე გავამახვილოთ ყურადღება.
VII კლასში ძველ მსოფლიოს ისტორიის სწავლებისას, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მეთოდი რითაც გავააქტიურებ მოსწავლეთა ინტერესს და შემეცნებას არის რუკების
გამოყენება, კონტურულ რუკებზე მუშაობა, მაგრამ ეს მეთოდი უნდა დაეყრდნოს მათ წინარე
ცოდნას. მოსწავლეები ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იღებენ საწყის ცოდნას და იძენენ უნარებს
ადგილზე ორიენტირების შესახებ, ეცნობიან ადგილის გეგმას, გლობუსს, ნახევარსფეროებისა
და საქართველოს რუკებს, პირობითი ნიშნების მიხედვით რუკის კითხვას. VII კლასში კი გეოგრაფიას სწავლობენ კონტინენტებს. სწორედ
ამ ცოდნაზე შეიძლება დაშენდეს ძველი მსოფლიოს
სახელმწიფოების შესწავლა რუკის მიხედვით განვითარების და სწავლის თეორია - კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფონ გლასერსფელდის თანახმად
ცოდნა თავის ტვინის ფუნქციონირების შედეგად ფორმირდება, შესაბამისად აზროვნებისას
ადამიანი ახდენს მის კონსტრუირებას, რაც იცის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.
მასწავლებელი სწავლების პროცესში ცდილობს მეთოდები მოსწავლეთა ინტერესებს მაქსიმალურად
მოარგოს, წაახალისოს მოსწავლეები. კონსტრუქტივისტული სწავლების მიმდევრები უპირატესობას
ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმას, რომელიც მოსწავლეს ინტერესებზე, მათ ცოდნასა და გამოცდილებაზეა
აგებული. სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს დახმარება გაუწიოს არასწორი პასუხების
გასაცემად, არამედ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე კაგად ითვისებს
მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს პრობლემას (ბეიერი 1985).
სასწავლო
პროცესის ეფექტურობისათვის სასურველია, მასწავლებლები
კარგად იცნობდნენ ბავშვის განვითარებისა და სწავლების თეორიებს, რათა უკეთ განსაჯონ
რომელ მეთოდს მიმართონ კონკრეტულ შემთხვევაში. სწავლა ყოველთის გულისხმობს კონტექტს,
მოსწავლე არ სწავლობს აბსტრაქტულად, არამედ მიღებული ახალი ინფორმაცია ყოველთვის კავშირშია
იმასთან რაც უკვე მან იცის. მოსწავლე ყველაზე
კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია ნათლადაა დაკავშირებული იმასთან,
რაც უკვე ისწავლა (ეფექტიანი სწავლება 2010 წელი).
საინტერესოა დავით ბოლქვაძის სტატია ,,რამდენიმე სასწავლო აქტივობა მოსწავლის ინტერესის
გასაღვიძებლად (15.09.014 წელი), სადაც ის გვთავაზობს ისტორიის მასწავლებლებისათვის
განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით
შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ კოგნიტური
კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოვოთ
წარმოსახვა და ფანტაზია.
ისტორიის
გაკვეთილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა კონტურულ რუკაზე მუშაობა, რომელიც ინდივიდუალურ
სამუშაოს წარმოადგენს. მოსწონს მოსწავლებს
ეს დავალება, რადგან ახერხებენ ცოდნის ტრანსფერს ანუ მათი ცოდნა გადაიტანონ რუკაზე. ამ აქტივობის შესრულებისას არც განსხვავებული აკადემიური
მოსწრების მოსწავლე რჩება უყურადღებოდ, რადგან
დავალება მოიცავს გაფერადებას, წიგნიდან ინფორმაციის გადმოტანას და ა.შ. ამ შემთხვევაში ვამოწმებ არა მარტო იმას თუ რამდენად
აკურატულად იმუშავა მოსწავლემ რუკაზე, არამედ იმასაც თუ რამდენად ახერხებს ორი სხვადასხვა პერიოდის რუკის შევსებას და შემდეგ მათ შედარებას.
მომდევნო
ნაშრომში ,,ძველი რუკები ისტორიის გაკვეთილზე“
(დ. ბოლქვაძე 2014წ.) აღნიშნავს, რომ ძველი მსოფლიოს რუკების დაწვრილებით შესწავლისას
მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ რუკები არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრის
საშუალება, ხოლო მასწავლებლები ამ აქტივობის მეშვეობით მოახერხებენ სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
ისეთი საბაზო მიმართულებების ჩართვას, როგორიცაა დრო და სივრცე, ადამიანი და საზოგადოება,
ინტერპრეტაცია და კვლევა, გეოგრაფიული კვლევა.
თუ თანამედროვე რუკები ცხოვრებისთვის აუცილებელი ხელსაწყოებია,
ძველი რუკები პირველადი ისტორიულ-დოკუმენტური წყაროებია, რომლებიც ასახავს იმ ეპოქის
არა მარტო გეოგრაფიულ, არამედ სოციალურ შეხედულებებს,
რომელშიც ისინი შეიქმნა. სასწავლო ღირებულებას. რუკამ მოსწავლეებს უნდა დაანახვოს,
როგორ შეიცვალა მისი შექმნის დროიდან ჩვენს ეპოქამდე გეოგრაფიული, ტექნოლოგიური, კულტურული
თუ ისტორიული კონტექსტი. სად შეიძლება ვიპოვოთ
შესაფერისი რუკა? თუ თქვენივის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა ვერ ახერხებს საჭირო რესურსების მოწოდებას, დახმარებისათვის „ყოვლისმცოდნე“ ინტერნეტს
უნდა მიმართოთ, სადაც იოლად იპოვით შესაფერ რუკას, რომელსაც ადვილად აქცევთსაინტერესო
ვიზუალურ რესუსრსად და შეძლებთ კლასში ისტორიულ-
გეოგრაფიულ კვლევისა დაშემოქმედებითობის ატმოსფერო შექმნათ.
ასევე საინტერესოა
მანანა რატიანის სტატია ,,კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი
სააზროვნო უნარების გასავითარებლად“
(27.10.2015წ. მანანა რატიანი). კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის
და ისტორიის სწავლებისას. გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორები მოსწავლეებს ხშირად
სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული
მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას გულისხმობს. რა თქმა უნდა ეს სპეციფიკური
უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს. ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა მოვლენები
სივრცეში აღიქვას. უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუ ის მონაცემი და მისი გავრცელება.
რუკის მნიშვნელობაზე
გვაწვდის ინფორმაციას მაია ბლიაძე თავის სტატიაში (მაია ბლიაძე 2015 წელი). რუკის მარტივი
მხედველობითი აღქმაც კი გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს ობიექტების განლაგების
შესახებ. რუკა სიმბოლოების ენის საშუალებით გეოგრაფიულ ობიექტების მხოლოდ განლაგებას
კი არ ასახავს, არამედ ახასიათებს კიდეც მასზე გამოსახულ ობიექტებს, ამასთან აჩვენებს
არა მხოლოდ მათ არსებულ მდგომარეობას, არამედ მოძრაობას, განვითარებას და ცვლილებებსაც
კი. ასეთია მაგალითად ისტორიული რუკები. ამგვარი რუკების გამოყენებით შესაძლებელია
არა მარტო გეოგრაფიული ობიექტების შედარება, არამედ მათ შორის სივრცობრივი კავშირებისა
და ურთიერთზემოქმედების დადგენაც. შედეგად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ იმსჯელონ
და დასკვნები გამოიტანონ გეოგრაფიული ობიექტების იმ თვისებების შესახებ, რომლებშიც
რუკებზე უშუალოდ არ არის ასახული.
რაც შეეხება
რუკის კითხვა იგი მოსწავლეებს ისეთ უნარებს უყალიბებს, როგორიცაა: ლოგიკური, დიალექტიკური
აზროვნება. ობიქტებისა და მოვლენების ფართო სპექტრითა და მოცულობით აღქმა ანუ დიდი კატეგორიებით აზროვნება ავითარებს
მრავალმხრივ და ცოცხალ წარმოდგენებს რუკაზე გამოსახული ობიექტების
შესახებ. რუკასთან მუშაობა ხელს უწყობს ცოდნის სისტემაზიციას, აიოლებს ცოდნის
მიღებას და ინფორმაციის დამახსოვრებას.
სასურველია
მასწავლებელმა ხშირად გამოიყენოს სწავლების
ისეთი ხერხები, რომლებიც ხელს უწყობს კარტოგრაფიული ნახატის დამახსოვრებას. მაგალითად
ასეთია კონტურულ და მენტალურ რუკებზე მუშაობა და სხვა. ასეთი სავარჯიშოები ხელს უწყობს
მოსწავლეებში მეხსიერების, წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარების
ანალიზის, შედარების, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარების ჩამოყალიბებას.
6. კვლევის
მეთოდები და სამიზნე ჯგუფი
კვლევის სანდოობის
გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე:
·
ანკეტირება VII კლასისი მოსწავლეებთან
·
ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან.
რომლის მიზანი
იყო ძველი მსოფლიოს ისტორიის სწავლებისას რატომ უჭირდათ ტექსტის გააზრება როცა გაკვეთილი
ქვეყნის მდებარეობას ეხებოდა და იმის გარკვევა
·
რამდენად იცნობენ მოსწავლეები
ვიზუალურ მასალას, რესურსებს.
·
არის
თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი სკოლის რესურსები,
·
ასევე გარკვევა აქვთ თუ არა სახლში რესურსი -რუკა.
·
რომელი აქტოვობა მოსწონთ გაკვეთილზე.
·
ასრულებენ თუ არა დამოუკიდებლად საკლასო სამუშაოს კონტურულ რუკაზე.
მოსწავლეების
ანკეტირებისას ნათელი გახდა, რა გზით ურჩევნიათ
ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების შესწავლა
·
ვიზუალიზაციით
·
კონტურულ
რუკებზე მუშაობა, გაფერადება
·
ფაზლებით
ასევე ჩატარდა ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან. ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაში შემავალი პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო იმის
დადგენა, რამდენად იცნობენ მასწავლებლები მსგავს
პრობლემას და რა აქტივობებს იყენებენ მის გადასაჭრელად, ასევე რამდენად თანამშრომლობენ
ერთმანეთთან ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეთა პასიურობის, ძველი მსოფლიოს ისტორიის სწავლებისას
წარმოქმნილი სირთულეების გადასაჭრელად, როცა
მოსწავლეებს უჭირთ სივრცეში აღქმა უკვე დღეს არარსებული სახელმწიფოების შესწავლის დროს.
რა გზას მიმართავენ და რა აქტივობებს იყენებენ, არის თუ არა მათი მეთოდები სახალისო,
ადვილად აღქმადი და შედეგიანი. უზიარებენ თუ არა თავის გამოცდილებას ერთმანეთს.
ანკეტირება
ჩატარდა VII
კლასის მოსწავლეებში -
კითხვარის შევსება იყო ანონიმური, რომ მოსწავლეები მეტად ყოფილიყო გახსნილი, გულახდილი და შემოეთავაზებინა რომელი
მეთოდი, გზა სჯობს, რომ უკეთ ისწავლონ.
კითხვარის
ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციები. მოსწავლეებმა დააფიქსირეს, რომ
სჭირდებათ ისეთი მეთოდები, რომლითაც მათთვის რთული თემები გახდება აქდვილად აღქმადი
და სწავლაც უფრო მარტივი იქნება.
7 გამოკითხვის
მონაცემები
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი
1. ანკეტის კითხვაზე -სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი გეხმარებათ თუ არა აღითქვათ სივრცეში ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს მდებარეობა?
მოსწავლეთა უმრავლესობამ დააფიქსირა რომ ტექსტი
ვერ ეხმარება გაიგოს, ძველი მმსოფლიოს სახლმწიფოს მდებარეობა.
2კითხვაზე-რა ტიპის რესურსი მიგაჩნია ძველი მსოფლიოს
სახელმწიფოების შესასწავლად უპირატესად?ა) კონტურული რუკით.ბ) ფაზლებით კონტინენტების
პოვნა და შემდეგ ძველი სახელმწიფოს მდებარეობის პოვნა. გ)მხოლოდ წიგნსი მოცემული რუკით დ)კონტურულ რუკაზე კონტინენტის პოვნა და მასწავლებლის
მითითებით ძველი სახელწიფოს საზღვრების მიგნება და გაფერადება. მოსწავლეებმა ამ კითხვაზე დააფიქსირა
რომ ურჩევნიათ კონტურული რუკებით და ფაზლებით
იპოვონ კონტინენტი და მასწვალებლის მითითებით
მიაგნონ ძველი სახელმწიფოს საზღვრებს.
3.კითხვაზე- რა არ მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე , ამ
კითხვაზე გვპასუხობს უმრავლესობა რომ არ მოსწონს რესურსების ნალებობა და აქტივობები
სადაც ნკალებადაა მოსწავლე ჩართული.
4. კითხვაზე- საჭიროა თუ არა სახლში გქონდეთ რესურსი: პოლიტიკური
რუკა, ფიზიკური რუკა, კონტინეტების ატლასი ძველი მსოფლიოს ისტორიის სწავლისას მათ მიაჩნიათ
რომ რესურსი აუცილებელია ცოდნის განმტკიცებისთვის.
5.არის თუ არა სკოლაში ყველასთვის ხელმისაწვდომი რესურსი
რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკითხის შესწავლაში? 40 პროცენტს მიაჩნია რომ რესურსზე
ნაკლებად მიუწდება ხელი.
8. მონაცემთა
ანალიზი
მოსწავლეთა
ანკეტირებისას გაირკვა, რომ მოსწავლეებს ურჩევნიათ
·
როცა
მასწავლებელი ახსნის დროს იყენებს რუკას მოსწავლეს აძლევს ინდივიდუალურ დავალებას კონტურულ
რუკაზე და მკაფიო მითითებებით პოულობენ ძველისახელმწიფოების საზღვრებს.
·
ასევე
შეთავაზებული მეთოდი - დახატონ ერთ-ერთი ზღვის აუზი და მის ირგვლივ მარტივად მოხაზონ
სახელმწიფოები, შემდეგ კი გააფერადონ და ჩააწერონ თანამედროვე სახელმწიფოების სახელები, შემდეგ კი იპოვონ პოლიტიკურ
რუკაზე.
·
კონკრეტულ
რუკაზე კონტინენტის პოვნა და მასწავლებლის ინსტრუქციის და გაკვეთილის თემის მიხედვით ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს
პოვნა.
·
მასწავლებლის
მიერ დამზადებულ რესურსზე - კონტინენტების ფაზლები, კონტინენტების გამოცნობა (მათ უკვე გეოგრაფიაში ნასწავლი აქვთ კონტინენტები)
და ამ კონტინენტზე მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს პოვნა.
·
რესურსების
სიმრავლე და ისეთი აქტოვობები სადაც აქტიურად არიან ჩართული.
ვიზუალიზაცია და სწავლა
კეთებით მათ დაეხმარება მოსწავლეებს უფრო აქტიურები გახდნენ გაკვეთილზე და მეტი ხალისით
ისწავლონ.ასევე მოსწავლეთა პასუხებშიგამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთსახლში რესურსი - კონტინენტების
და პოლიტიკური რუკა. უკეთესი იქნება, რომ შეიძინონ რადგან გაკვეთილზე განხორციელებული
აქტივობების შემდეგ სახლში მოხდება ცოდნის განმტკიცება.
ფოკუსჯგუფთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ
მასწავლებლები არ უზიარებენ ერთმანეთს თავის გამოცდილებას. მათ მიაჩნდათ, რომ მხოლოდ
წიგნში მოცემული ტექსტი საკმარისი იყო. არ უცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას მათ მიერ
გამოყენებული აქტივობების შესახებ.
9. შესაძლო
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებულ ინფორმაციის და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო
ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი, მოსწავლეებს შევთავაზებ რამდენიმე მეთოდს
I მეთოდი: ზღვის აუზებით თანამედროვე სახელმწიფოების სწავლა და შემდეგ ძველი მსოფლიოს
ატლასის მიხედვით გამოცნობა რომელ თანამედროვე
სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ძველი მსოფლიოს სახელმწიფოები.
მაგალითად ასახსნელი თემა: ხეთები
II მეთოდი: კონტურულ რუკაზე კონტინენტის პოვნა, შემდეგ შავი ზღვის პოვნა და ჰორიზონტის მხარის მითითებით
და ფიზიკურ რუკაზე მინიშნებით იპოვიან ძველი ხეთების სახელმწიფოს ტერიტორიას და გააფერადებენ.
III მეთოდი: კონტინენტების ფაზლებით კონტინენტის გამოცნობა და
შემდეგ მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ჰორიზონტის მითითებით შესასწავლი ძველი მსოფლიო
სახელმწიფოს პოვნა.
10.განხორციელებული ცვლილებები. ინტერვენციები
მოცემული ინტერვენციების ვარიანტები კათედრის წევრებთან
ერთად განვიხილე . გეოგრაფიის მასწავლებლის რჩევით ზღვის აუზებით და თანამედროვე პოლიტიკური
რუკით ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების შესწავლა VII კლასში ნაადრევი იქნება , რადგან
ამ თემებს VIII კლასიდან გაივლიან
გეოგრაფიაში. უკეთესი იქნება ისეთი მეთოდი
გამოვიყენო სადაც შესაძლებელი იქნება კონტინეტებით,
ზღვებით დაჰორიზონტის მხარეების მითითებით
იპოვონ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოები. ეს უფრო
შედეგიანი იქნება რადგან მოხდება ძველ ცოდნაზე ახლის დაშენება. რჩევა გავითვალისწინე
და შევარჩიე შემდეგი ცვლილებები:
I მეთოდი: მოსწავლეებთან შეთანხმებით ახალი მეთოდების გამოყენება
ასახსნელი თემა: ხეთები
·
მოსწავლეებს
დავურიგე კონტურული რუკა და ვთხოვე ეპოვათ ევროპის და აზიის კონტინენტები.
·
შემდეგი
დავალება - ეპოვათ შავი ზღვა და მისი სამხრეთი ნაწილი. მოსწავლეებს შორის ვინც აღმოჩნდა,
რომ არ ახსოვდათ ჰორიზონტის მხარეები და უჭირდათ დავალების შესრულება , მივედი და მარტივად
რუკაზე დაუხაზე ისრები და შევახსენე ჰორიზონტის
მხარეები, ამის შემდეგ გაუმარტივდათ პოვნა.
·
შავი
ზღვის სამხრეთით ნაპოვნ ტერიტორიას ვხაზავ რუკაზე და ვაჩვენებ ტერიტორიას სადაც იყო
ხეთების სახელმწიფო და ვთხოვ იგივე ტერიტორია
მოძებნონ და გააფერადონ ჩააწერონ ქვეყნის სახელი.
·
ამის
შემდეგ ვამოწმებ რამდენად სწორად იპოვეს და
გააკეთეს.
·
შემდეგ
მოსწავლეებს ვთხობ გაეცნონ ტექსტს და ცხრილში გადაიტანონ მდებარეობა, საქმიანობა,სახელწიფო წყობა,რელიგია
,განადგურების მიზეზები. ცხრილის შევსების შემდეგ კითხულობენ მოკლედ ამოწერილ მასალაას,
შემდეგ აქტივობაში კი უკვე ზეპირად მთელი კლასისი ჩართულობით შეივსება მეორე კოგნიტური შედარების სქემა. ადარებენ უკვე ნასწავლ ერთ-ერთ
სახელმწიფოს ხეთების სახელწიფოს და პოულობენ მსაგავსება განსხვავებებს.
·
საშინაო
დავალება - ფიზიკურ ან პოლიტიკურ რუკაზე მოძებნონ ხეთების სახელმწიფო და განამტკიცონ
ცოდნა.
II მეთოდი: ასახსნელი
თემა რომის იმპერია
·
დავამზადე
მსოფლიო კონტინენტების ფაზლები, დავურიგე მოსწავლეებს და ვთხოვე ეპოვათ ევროპის, აფრიკის
და აზიის კონტინენტები (მათ უკვე გეოგრაფიაში
ნასწავლი აქვთ კონტინენტები). დავუსვი რამდენიმე
კითხვა:
1.
როგორ
და რა ნიშნის მიხედვით გამოარჩიეს კონტინენტები,
·
შემდეგ
ვთხოვე სამივე კონტინენტი რუკის მიხედვით აეწყოთ,
სწორად დაელაგებინათ. ამის შემდეგ ფიზიკურ რუკასთან ვხაზავ რომის იმპერიის ტერიტორიას
და ვთხოვ იგივე ტერიტორიები მოხაზონ და გააფერადონ.
·
შემდეგ
პოლიტიკურ რუკაზეც ვხაზავ და ჩამოვთვლი დღეს რომელ სახელმწიფოებია ყოფილი რომის იმპერიის
ტერიტორიაზე. როცა დავმწმუნდები რომ მოსწავლეებმა სწორად შეასრულეს დავალებები და აიღეს
სივრცეში ორიენტაცია ამის შემდეგ გადავდივარ
შემდეგ აქტიობაზე: ტექსტის დამუშავება.
·
ვთხოვ წაიკითხონ სახელმძღვანელოში ტექსტი დაამუშაონ
კოგნიტური ცხრილით და შეასრულონ საკლასო სამუშაო.
·
ახსნილის
განმტკიცების მიზნით ვთხოვ სახლში იმუშაონ რუკაზე, მოძებნონ და მოხაზონ სიზუსტით იმპერიის
ტერიტორია.
ასახსნელი თემა: აქემენინანთა ირანი.
·
მოსწავლეებს ვთხოვ კონტურულ რუკაზე იპოვონ აზიის კონტინენტი,
·
შემდეგ იპოვონ კასპიის ზღვა, ამის შემდეგ ჰორიზონტის
მხარეების მითითებით იპოვონ კასპიის ზღვის სამხრეთი ტერიტორია.
·
ამის
შემდეგ უკვე ვაჩვენებ ამ ტერიტორიებს ფიზიკურ
რუკაზე და მოვხაზავ და მთხოვ იგივე უბრალო ფანქრით მოხაზონ. რადგან აქემენინათა ირანი
ჩამოყალიბების შემდეგ იწყებს ტერიტორიების დაპყრობას და ხდება იმპერია მოსწავლეებს
ვთხოვ თანდათან გაადიდონ ტერიტორიები და ამას აკეთებენ ჩემთან ერთად მე რუკასთან ვხაზავ ისინი კი კონტურულ
რუკასთან ფანქრით ადიდებენ ტერიტორიას. შემდეგ
კი ვთხოვ ორ ფერში გააფერადონ. ერთ ფერში თავდაპირველი ტერიტორია სადაც ჩამოყალიბდა
ტერიტორია და მეორე ფერში რა ტერიტორიებიც დაიპყრეს. თავდაპირველ და დაპრობილ ტერიტორიებს
ვაჩვენებ რუკასთან.
·
კონტურულ რუკებზე მუშაობის შემდეგ მოხდა მოსწავლეების გააქტიურება, შემდეგ აქტივობაში ხალისით და მეტი მონდომებით ჩაერთნენ
დაამუშავეს ტექსტი და შეასარულეს საკლასო სამუშაო. შეავსეს ცხრილი და უპასუხენ სააზროვნო კითხვებს.
მსგავსი მეთოდები გამოვიყენე სახელმძღვანელოში
მოცემულ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების ასახსნელად, მაგალითად:
ფინიკია, ურარტუ, ისრაელ-იუდას სამეფო და ა.შ.
მუშაობის დასრულების შემდეგ ყოველთვის ვამოწმებ რამდენად სწორად იპოვეს ტერიტორია,
რომ მივხვდე მუშაობს თუ არა შედეგიანად ჩემს მიერ შემუსავებული მეთოდი.
2.
მოსწავლეებისთვის
რჩევის მიცემა - ვურჩიე, რომ შეიძინონ კონტურული ატლასები, ფიზიკური ან პოლიტიკური
რუკა, რომ ახსნილი მასალის განმტკიცება მომხდარიყო სახლში ვიზუალური მასალით.
3.
თანამშრომლობის
გაღრმავება კათედრის წევრებთან, ახალი მეთოდების გაცნობა-გაზიარება.
როგორც კვლევის მიგნებებში ავღნიშნე გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივი მეცნიერების
კათედრის წევრებს შორის არ ხდებოდა ინფორმაციის
ხშირი ცვლა, ამიტომ ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებმა დაესწრნენ ერთმანეთისგაკვეთილებს და გაეცნენ ახალ
მეთოდებსა დ მიგნებებს.
4.
გეოგრაფიის მასწავლებელთან
სამუშაო შეხვედრა
შევხვდით გეოგრაფიის მასწავლებელს და გავიგე რა ცოდნას ფლობდა მოსწავლეები
წინა კლასებიდან. მასწავლებელმა გამაცნო, რომ
დაწყებითი კლასებიდან შემოდის თემები მაგალითად: ჰორიზონტი ზღვები, რუკაზე გეოგრაფიული
ობიექტების პოვნა და VII
კლასიდან
კი კონტინენტები. ამის შემდეგ განვიხილეთVII კლასის
ისტორიის და გეოგრაფიის სტანდარტი და შევთანხმდით გაკვეთილების დაკავშირებაზე, მაგალითად
როცა მოსწავლეები გაივლიდა სამ კონტინენტს ევროპას, აზიას, აფრიკას, ამის შემდეგ ავხსნიდი
ამ კონტინენტის დაკავშირებულ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოებს.
11
ინტერვენციის შეფასება
ჩემი შეფასების მიზანს
წარმოადგენდა რამდენად ეფექტური იყო განხორციელებული ცვლილებები
·
რამდენად მარტივი და ადვილად
აღქმადია მეთოდები რომელიც შევთავაზე მოსწავლეებს მაგალითად: კონტინენტების მიხედვით
იმ სახელმწიფოს პოვნა, რომელსაც სწავლობენ ან ფაზლებით კონტინენტების გამოცნობა და
შემდეგ სახელმწიფოს პოვნა.
·
შეძლეს თუ არა სახლში საშინაო
დავალების შესრულება - იპოვონ და გააფერადონ კონტურულ რუკაზე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოები.იპოვეს
თუ არა ფიზიკურ ან პოლიტიკურ რუკაზე ახსნილი სახელმწიფო.
·
გამოიყენა თუ არა ეფექტურად
კოლეგებმა ჩემს მიერ გაზიარებული მეთოდები.
ამ
კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ანკეტირება
მოსწავლეებთან და ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან
1 ანკეტისკითხვაზე- რომელი აქტივობა მოგწონთ ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილზე
აქაც მოსწავლეებმა უპირატესობა მიანიჭა რუკასთან ინდიდვიდუალურ და პარალელურად კონტურულ
რუკებთან მუშაობას და ტექსთან მუშაობას.( სულ 25 მოსწავლე)
2 კითხვაზე-ართმევთ თუ არა დამოუკიდებლად თავს საკლასო
დავალებას კონტურულ რუკაზე?
3 კითხვაზე- როცა საშინაო დავალება ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს
მდებარეობაზეა და დავალება კონტურულ რუკაზეა
შესასრულებელი, რა შემთხვევაში ასრულებთ
დამოუკიდებლად და შედეგიანად?აქ პასუხები ასე განაწილდა 44 პროცენტი თვლის რომ უკეთესია
როცა მასწავლებელი იყენებს რუკას და თვითონ მოსწავლეც მსგავს დავალებას ასრულებს კონტრულ
რუკასთან
4 კითხვაზე, მოგეწონათ თუ არა კონტურული ატლასით და
ფაზლების მეთოდით ახსნილი ძველი მსოფლიოს გაკვეთილები?
ამკეტირებისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ:
·
მოსწონთ
ძველი მსოფლიოს სახელწიფოს სწავლა ისეთი მეთოდით სადაც დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად
მუშაობს კონტურულ რუკასთან, პოულობს ტექსტს და აფერადებს.
·
სწორად ასრულებს საკლასო და საშინაო დავალებებს.
·
გამოუმუშავდათ
სივრცეში ორიენტაციის უნარი. გაკვეთილი გახდა უფრო საინტერესო და მოსწავლეები მეტად
აქტიური.
კოლეგებმა კი აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდი ისტორიის
გაკვეთილზე არ ჰქონდათ გამოყენებული. მეთოდის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები აქტიურდ
იყო ჩართული გაკვეთილში, იჩენდნენ მეტ ინიციატივას, ინტერესს. მომდევნო გაკვეთილებზე
საშინაო დავალებები სწორად ჰქონდათ შესრულებული, ტექსტი კი გონივრულად ჰქონდათ აღქმული.
შეეძლოთ აზრის გამოთქმა, არგუმენტების მოყვანა, აკეთებდნენ პარალელებს გეოგრაფიის გაკვეთილზე
ნასაწავლი თემებიდან.
მიგნებები, რეკომენდაციები,
დასკვნები
12. კვლევის
მიგნებები
ჩატარებული
პრაქტიკული კვლევისას გამოიკვეთა, რომ VII კლასში ძველი მსოფლიოს ისტორიის სწავლებისას ყველაზე
მეტად მოსწავლეებს მოსწონთ. ვიზუალურ მასალაზე მუშაობა, კონტურული რუკების გაფერადება,
ფაზლებით კონტინენტების ამოცნობა და ზედ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს მდებარეობის პოვნა. ამ მეთოდით
ჩატარებული გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეებს ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების საგაკვეთილო
ტექსტში აღარ დაიზეპირონ, არამედ გაიაზრონ და უფრო ადრე და მარტივად ისწავლონ
13 რეკომენდაციები
·
საჭიროა
მრავალფეროვანი აქტივობებით და სტრატეგიებით საგაკვეთილო პროცესის გამდიდრება
·
მასწავლებელმა უნდაგაითვალისწინოს ასაკობრივი თავისებურებები და ხშირად შეუცვალოს თუნდაც მცირედი დეტალით აქტივობა
, რომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთოს საკლასო დავალებაში, არ დაიზაროს და არ მოდუნდეს.
·
ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ კლასში არ
არის ერთნაირი შესაძლებლობის მოსწავლეები და მოამზადოს პედაგოგმა განსხვავებული სირთულის
დავალებები.
·
ითანამშრომლოს
და ხშირი სამუშაო შეხვედრები მოაწყოს კოლეგებთან,
რომელთა საგნები დაკავშირებულია მიერ დაგეგმილ
გაკვეთილთან. გაიგოს რა ცოდნა და უნარები მოჰყვება მოსწავლეებს ამ საგნიდან, რომ მოხდეს
ამ ცოდნაზე ახლის დაშენება.
·
მასწავლებელმა უნდა იმეგობროს მოსწავლეებთან, გააცნოს
მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდი დამისცეს თავისუფლება
არჩევანში. ჰკითხოს როდის რომელი მეთოდით სწავლობენ უკეთ, როგორი გაკვეთილები მოსწონთ.
·
მცირედი
წარმატებაც შეუქოს, წარუმატებლობისას კი მისცეს იმედი, რომ აუცილებლად მომავალში უკეთ
გამოუვა, ეს მათ აუცილებლად წაახალისებს, უფრო თავდაჯერებულნი და გაბედულნი გახდებიან.
·
ყოველთვის
უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსი რუკა ისტორიის გაკვეთილზე და კონტურული
რუკები VII
კლასში, მომდევნო კლასებში
კი თანამედროვე პოლიტიკური რუკა და ძველი მსოფლიოს რუკები მოიყვანოსთანხვედრაში, რომ
იცოდნენ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოები თანამედროვე რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე
იყო.
·
გქონდეს
მშობლებთან კომუნიკაცია. შეატყობინოს როგორც წარმატებები, ასევე საჭიროებები მათი შვილების.
ურჩიოს შეუძინონ საჭირო რესურსები მაგალითად: რუკა, კონტურული ატლასი, ძველი მსოფლიოს
ატლასი.
14.დასკვნა
ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევისას გამოიკვეთა,
რომ VII
კლასში ძველი მსოფლიოს ისტორიის სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემების
მიზეზებია:
·
გაკვეთილზე
მრავალფეროვანი ვიზუალური რესურსის არ ქონა.
·
მოსწავლეებთან
ნაკლები კომუნიკაცია - როგორი მეთოდები უფრო მოსწონთ, რომელი არის მათთვის უფრო საინტერესო,
რომელი რესურსი უადვილებს მასალის აღქმას.
·
პედაგოგთა
შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.
·
ისტორიის
და გეოგრაფიის მასწავლებლებს შორის კონკრეტულად VII კლასში ისტორიის სწავლებისას გამოწვეული პრობლემების
ირგვლივ ნაკლები კომუნიკაცია.
·
მოსწავლეებს
სახლში არ აქვთ რესურსი მაგალითად რუკა , რომ
მოხდეს ნასწავლის განმტკიცება.
აღნიშნული
პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. მეთოდის დანერგვის შემდეგ
გამოვლინდა, რომ მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ის შედეგიანი იყო.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
ეროვნული
სასწავლო გეგმა
2.
პრაქტიკის
კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წელი
3.
სერგო
ვარდოსანიძე, ზოია ჩიმაკაძე, ელზა ცქიტიშვილი
,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა: - 1999 წელი
4.
განვითარებისა
და სწავლის თეორიები, ,,მრავალმხრივი ინტელექტის
თეორია“ გვ. 134. მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი 2008წ.
5.
ეფექტიანი
სწავლება, ,,სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია“ გვ.5 გამოცდების
ეროვნული ცენტრი 2010წ.
6.
დავით
ბოლქვაძე ,,რამდენიმე სასწავლო აქტივობა მოსწავლის
ინტერესის გასაღვიძებლად (2014წ. 15.09) maswavlebeli.ge
7.
დავით
ბოლქვაძე ,,ძველი რუკები ისტორიის გაკვეთილზე“maswavlebeli.ge
2014წ.
8.
მანანა
რატიანი ,,კონტურული რუკების გამოყენება საგაკვეთილო
პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად maswavlebeli.ge 2015წ.
9.
მაია
ბლიაძე - maswavlebeli.ge 2015 წელი
დანართი 1.
კითხვარი VII კლასის მოსწავლეებისთვის.
მოგესალმებით!
სწავლების გასაუმჯობებსებლად ისტორიაში , კერძოდ სივცეში ორიენტაციის უნარის
განვითარებისთვის ვატარებ კვლევას. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან
აქედან ვადგენ სწორედ მიზეზებს რამ გამოიწვია ეს პრობლემა და დავსახავ გადაჭრის გზებს.
ამიტომ გთხოვთ მიიღოთ მოანწილეობა! კითხვარზე
სახელი და გვარის მითითება არ არსი საჭირო რადგან ანონიმურია.
1 .სახელმძღვანელოსი
მოცემული ტექსტი გეხმარებათ თუ არა გაიგოთ
სად მდებარეობს ძველი მსოფლიოს სახელმწიფო?
ა)ნაწილობრივ
. ბ)ვერ ვიგებ გ) ტექსტი საკმარისია ქვეყნის სივრცით აღქმაში
2. რა
ტიპის რესურსი მიგაჩნია ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების შესასწავლად უპირატესად?
ა)კონტურული რუკით ბ)ფაზლებით კონტინეტების პოვნა და შემდეგ ძველი
სახელმწიფოს ადგილმდებარეობის . გ) მხოლოდ წიგნში მოცმული რუკით. დ)კონტურულ რუკაზე კონტინენტის პოვნა და მასწავლებლის მითითებით ძველი სახელწიფოს
ტეროტორიის პოვნა და გაფერადება.
3. რა არ მოგწონთ
ისტორიის გაკვეთილზე?
ა)რესურსის ნაკლებობა. ბ)აქტივობები სადაც არ ვარ ჩართული. გ)ყველაფერი მომწონს დ) არ უპასუხა.
4. საჭიროა თუ არა
სახლში გქონდეთ რესურსი: პოლიტიკური რუკა, ფიზიკური რუკა, კონტინეტების ატლასი ძველი
მსოფლიოს ისტორიის სწავლისას.
ა)საკმარისია მხოლოდ
გაკვეთილის ტექსტი.ბ)საჭიროა. გ)არ არის საჭირო.
დ0 ინტერნეტით ვისარგებლებ.
5.არის თუ არა სკოლაში
ყველასთვის ხელმისაწვდომი რესურსი რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკითხის შესწავლაში?
ა) ხელმისაწვდომია . ბ)ნაკლებად
. გ) არ არის ხელმისაწვდომი
დანართი 2 ( ინტერვენციის შემდეგ ჩატარებული ანკეტირების კითხვები)
1 .რომელი აქტივობა
მოგეწონათ ძველი მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას.?
ა)ტექსტზე მუშაობა ბ) რუკასთან დაინდივიდუალურად კონტურულ რუკაზე მუშაობა დ) არგუმენტირებული მსჯელობა დ) ვიზუალიზაცია- დახატვა ზღვის აუზების და მის
ირგვლივ სახელმწიფოების.
2. ართმევთ თუ არა დამოუკიდებლად თვს საკლასო დავალებას კონტურულ რუკაზე?
ა) დამოუკიდებლად
ვაკეთებ . ბ)მასწავლებლის დახმარებით და მითითებით გ)მეგობრის დახმარებით დ) ვერ ვაკეთებ
3 . როცა საშინაო
დავალება ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს მდებარეობაზეა და დავალება კონტურულ რუკაზეა შესასრულებელი, რა შემთხვევაში ასრულებთ დამოუკიდებლად და შედეგიანად?
ა)როცა გაკვეთილზე
ახნის დროს მასწავლებელი იყენებს რუკას და
მეც ვასრულებ მსგავს დავალებას კონტურულ რუკაზე. ბ) როცა მასწავლებლის ახნილს ვისმენ..
გ)როცა სახელმძღვანელოდან
ვკითხულობ დ) როცა სახლში რუკასთან ვმუშაობ.
4 მოგეწონათ თუ არა
კონტურული ატლასით და ფაზლების მეთოდით ახსნილი ძველი მსოფლიოსგაკვეთილები?
ა) მომეწონა .
ბ) არ მომეწონა .
გმადლობთ მონაწილეობითვის!
რეფლექსია
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩავატარე სსიპ ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის VII კლასში.
თემა: სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარება VII კლასში.
VII კლასში ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილებზე საკლასო,
საშინაო და ჯგუფური მუშაობის შედეგებზე დაკვირვებამ
გამოკვეთა ერთი მთავარი პრობლემა, მოსწავლეები ვერ იგებდნენ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების
ტექსტს განსაკუთრებით ისეთ გაკვეთილებს, სადაც
ქვეყნის მდებარეობა და რესურსებზე იყო საუბარი, რადგან ამ სახელითა და საზღვრებით დღეს
ეს სახელმწიფოები აღარ არსებობს, შესაბამისად ვერ ასრულებდნენ შედეგიანად ვერც საკლასო
და ვერც საშინაო დავალებებს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტექსტს უბრალოდ იზეპირებდნენ,
რადგან ვერ იღებდნენ ორიენტაციას სივრცეში, რაც გახდა გაკვეთილზე მათი დემოტიკაციის
მიზეზი. სწორედ ამ პრობლემებმა გადამაწყვეტინა
პრაქტიკის კვლევა და საჭიროდ ჩავთვალე დამედგინა და გამეანალიზებინა მოსწავლეებში ტექსტის
გაუაზრებლობის მიზეზი, რატომ უჭირდათ დავალებების შესრულება და დამესახა ამ პრობლემის
გადაჭრის გზები.
გამოკითხვებმა მაჩვენა, რომ საჭირო იყო სივრცეში
ორიენტაციის უნარის განვითარება. იმისათვის, რომ კარგი შედეგი მიმეღო გავეცანი ლიტერატურას,
ასევე ჩემი კვლევა დაეყრდნო ეროვნულ სასწავლო გეგმას. გეგმის მიხედვით ისტორიის სწავლებისას ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი უნარია სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარება, რომელშიც ერთ-ერთი
მთავარი მიმართულებაა დრო და სივრცე. მისი მისაღწევი შედეგია, რომ მოსწავლეს შეეძლოს:
·
განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა
და გეოგრაფიული მდებარეობა რუკაზე.
·
შესაბამისი
ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზოს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრები და აჩვენოს მათი
უმნიშვნელოვანესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები.
·
რუკის
გამოყენებით განსაზღვროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების
მდებარეობა.
·
გამოიყენოს
პოლიტიკური რუკა და განმარტოს პირობითი ნიშნები, რომლითაც ხდება ტერიტორიებისა და პოლიტიკური
ცენტრების აღნიშვნა.
·
კონტურულ
რუკაზე გადაიტანოს ინფორმაცია სხვადასხვა ეპოქისა და პოლიტიკური ისტორიის შესახებ.
პრობლემის მიზეზების გამოსარკვევად გამოვიყენე მეთოდები
ანკეტირება და ფოკუსჯგუფი. მეთოდების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი,
რომელიც ჩემს მოსწავლეებს ხელს უშლიდა სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებაში.
ეს იყო:
·
სახელმძღვანელოს ტექსტში მწირია თანდართული რუკები,
ზოგიერთ გაკვეთილზე საერთოდ არ არის;
·
რესურსების
სიმწირე;
·
საინტერესო
აქტივობები მაგალითად: რუკასთან მუშაობა, კონტურულ ატლასზე კონტინენტების პოვნა და
შემდეგ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოს პოვნა. ფაზლებით კონტინენტების გამოცნობა და შემდეგ ძველი მსოფლიოს
სახელმწიფოს პოვნა;
·
რუკების
და სხვა რესურსების არ ქონა სახლში.
მოცემულობიდან გამომდინარე
დავგეგმე ისეთი მეტოდების და აქტივობების შემუშავება, რაც მოსწავლეებს დააძლევინებდა
აღნიშნულ პრობლემებს. სისტემატიურად ვაწარმოებდი კოლეგებთან (ისტორიის და გეოგრაფიის
მასწავლებლებთან) პროფესიულ დიალოგებს. მათგან მივიღე რჩევები. ლიტერატურის გაცნობის,
კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ დავგეგმე მოსწავლეებზე მორგებული ინტერვენციები.
განხორციელებულმა ინტერვენციებმა მაჩვენა, რომ
არჩეული მეთოდი შედეგიანი იყო. მოსწავლეებმა დაძლია საკლასო სამუშაო, იმუშავა რუკებთან
და ატლასებზე შეასრულა დავალება, გამოიცნო ფაზლებით კონტინენტები და მასწავლებლის მითითებით
იპოვა ძველი მსოფლიოს სახელმწიფო. შესაბამისად მოხდა მათი გააქტიურება გაკვეთილზე,
ჩაერთნენ ხალისით და დამოუკიდებლად შეასრულეს საშინაო დავალებები, დაგეგმილი ინტერვენციების
შემდეგ ტექსტი უფრო ადვილად გაიგეს, გამოთქვეს ვარაუდები, გააანალიზეს და გამოიტანეს
დასკვნა.
რაც შეეხება კვლევის ნაკლოვანებებს ინტერვენციის
შემდგომმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რამდენიმე მოსწავლეს მაინც უჭირდა საკლასო და საშინაო
დავალებების შესრულება. საჭიროა ცალკე შევქმნა დავალებები, რომელიც მოერგება მათ შესაძლებლობებს,
რომ სრულად გადაიჭრას პრობლემა.
კვლევის დასრულების შემდეგ 31 მაისს მოვაწყვე კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდა საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრები, შეფასების ჯგუფის
წევრები სხვადასხვა კათედრის წარმომადგნელები. პრეზენტაციაზე კოლეგები დაინტერესდნენ
გაიზიარა თუ არა მეთოდები საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრებმა და რა შედეგები
მიიღო, ასევე რა პრობლემები შემხვდა კვლევის
პროცესში. ჯგუფის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია რომ ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებთან
მქონდა ხშირი კომუნიკაცია კვლევის პროცესში, ვითვალისწინებდი გეოგრაფიის მასწავლებლის
რჩევას და ასევე ისტორიის მასწავლებელს ვაწვდიდი კვლევის პროცესში განხორციელებულ მეთოდებზე
ინფორმაციას.დავგეგმე და შევათანხმე გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად გაკვეთილები რომ
მომხდარიყო ძველ ცოდნაზე ახლის დაშენება. ხშირმა შეხვედრებმა ბიძგი მისცა კოლეგებს
თვითონაც დაფიქრებულიყნენ იმ პრობლემებზე რომელიც ექმნებათ კლსში სასწავლო თუ სააღმზრდელო
პროცესში და ნაბიჯ ნაბიჯ განეხორციელებინათ
საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა რომ მიეღოთ სასურველი შედეგი-მოტივირებული და საკლასო აქტივობაში ჩართული მოსწავლეები.
ასევე მეთოდი გაიზიარა
და გამოიყენა ისტორიის მასწავლებელმა რაც აისახა დადებითად კლასის შედეგბზე.
კოლეგებისაგან მიღებულმა უკუკავშირმა დამეხმარა
უკეთ გამეანალიზებინა კვლევის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები, რომელიც დამეხმარება
მომავალში უკეთ გავაანალიზო შერჩეული მეთოდი. ყველაზე მთავარი კი ის არი, რომ კვლევის
წარმოებამ დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს გასულიყვნენ უკეთეს სასწავლო შედეგებზე. გამოცდილებამ
მიჩვენა, რომ სასწავლო პროცესში შექმნილ პრობლემებისას ისევ ჩავატარო მსგავსი აქტივობა
და გავაუმჯობესო სასწავლო შედეგები.
შეხვედრის შესახებ
ინფორმაცია გამოქვეყნდა 31 მაისს სოციალურ
ქსელში, სკოლის გვერდზე https://www.facebook.com/profile.php?id=100014130304040&__tn__=%2CdlC-R-R&eid=ARDnEEOV9szQsqvKeCv8YpeWrpAJmbRqOMmF9gK6JhsVtRrXOc55mdMZgYrBY4wwbRDez8qE-beAgh5u&hc_ref=ARSzcOqDoE21hELLlzZy_Q0nSG7lD2VYQTflbGF3SB6lCAmmoNE7VaeuXSXD-_zrmyg
საინტერესო და მიზანმიმართული ინტერვენციებია პრობლემის გადასაჭრელად. წარმატებები!
ReplyDeleteსაინტერესოა.წარმატებები ნათია!
ReplyDeleteსაინტერესო საკვლევი საკითხია, ინტერვენციები და მეთოდები ინოვაციური და პრობლემაზე ორიენტირებულია. წარმატებეს გისურვებ ნათი!
ReplyDelete