გაკვეთილის გეგმა

1. გაკვეთილის მთავარი თემა
   ქართლი V ს–ში. ვახტანგ გორგასალი
2. საგანი/პედაგოგი
   ისტორია/  ნათელა ჯაველიძე
3. სწავლების საფეხური/ კლასი
   საშუალო/  XI კლასი
4. მოსწავლე/პროფილი
   მოსწავლე/ განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე კლასში არ არის
5. გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
·         ამ თემის გაცნობით მოსწავლეები იგებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების როლი ისტორიაში;
·         ასევე პატარა ქვეყნისთვის მოკავშირის არჩევა რელიგიური ნიშნით;
·         რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთმორწმუნე სახელმწიფოსთან ურთიერთობას და შეიძლება თუ არა გამოიყენოს დღეს სახელმწიფომ ეს პრაქტიკა და გამოცდილება საგარეო კურსის განსაზღვრისას.
6. გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგი
   ისტ. XI 4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბება და ანალიზი.
   *მსჯელობს, თუ რა იწვევს სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურებში ცვლილებების აუცილებლობას.
   * გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ ის ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისთვის.
   ისტ. XI 5. მოსწავლეებს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
   *თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული  საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის შედეგებზე.
   *ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოყოფს იმ პერიოდის  სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული  სახელმწიფოს ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
    ისტ. XI 7. მოსწავლეებს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.
   მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა ურთიერთდამოკიდებულება საერო და საულიერო ხელისუფლებას შორის სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში და რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.
7. წინარე ცოდნა
·         მოსწავლეებმა იციან ორი ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს – ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის საწელმწიფო წყობა, პირველი პირები და მათი ურთიერთობა.
·         რა მნიშვნელობა აქვს სავაჭრო გზებს და რა ადგილი უჭირავს ამ არეალში საქართველოს. 
8. შეფასების საგანი და პროცედურები
   მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ დაგეგმილი შეფასების სქემის მიხედვით.
9. გამოყენებული სასწავლო მასალა/ ტექნიკური რესურსი
   სახელმძღვანელო, რუკა, პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი
10. გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა – გამოწვევა
   აქტივობა 1 _ გონებრივი იერიში (კითხვა-პასუხი) _ 5 წთ.
ვსვამ შეკითხვებს:
   1. გაიხსენეთ როგორი პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ სასანიანთა ირანს და ბიზანტიას V ს–ში?
   2. რა მნიშვნელობა აქვს სასანიანთა სახელმწიფოსთვის საქარავნო გზებს და იყენებს თუ არა ამ გზებს ბიზანტია?
   3.  რა როლი აკისრია საქართველოს, მის მდებარობას ამ კონკრეტულ დროში და რატომ გახდა ის ორი ძლიერი სახელმწიფოს დაპირისპირების მიზეზი?
  
გაკვეთილის B ფაზა – კონსტრუირება

აქტივობა 2 _ მინი ლექცია _ 2 წთ.

კითხვების შემდეგ მცირე ლექცია გაკვეთილიდან. მოსწავლეებს ვაცნობ ვახტანგ გორგასალს და მის პოლიტიკას მეზობელ ირანთან. რა ტერიტორიები შემოიერთა ვახტანგმა ირანის დახმარებით.

აქტივობა 3 ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება ვახტანგ გორგასალზე (5 წთ).

 აქტივობა 4 _ შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს გაეცნონ წიგნში მოცემულ ტექსტს ( 5წთ).

აქტივობა 5 _ ჯგუფური მუშაობა _ ტექსტის გაცნობის შემდეგ ვყოფ ორ ჯგუფად და თითოეულს ვაძლევ დავალებას (10 წთ).
   
I   ჯგუფი   იმუშავებს ვახტანგ გორგასალის საშინაო პოლიტიკაზე და რეფორმებზე. გასცემენ პასუხს მთავარ კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი რეფორმები?
  
II ჯგუფი – საგარეო პოლიტიკა – რომელ სახელმწიფოს ირჩევს სტრატეგიულ პარტნიორად? რა გზებით ახერხებდა სასანიანთა ირანის მორჩილებიდან  თავის დახსნას. ასევე ეძლევათ დავალება მოხაზონ რუკაზე  სასანიანთა ირანის და ბიზანტიის იმპერის საზღვრები.

გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია
  აქტივობა 6 _ ჯგუფები წარმოადგენს ნამუშევარს და აკეთებს პრეზენტაციას    (10 წთ).

აქტივობა 7 _ ამის შემდეგ კლასში იწყება მსჯელობა და შეაფასებენ ვახტანგ მეფის მიერ არჩეული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებზე. რამდენად მართებული და სასარგებლო იყო ის ქვეყნისათვის  (6 წთ).

მოსწავლეთა შეფასება (3 წთ).

No comments:

Post a Comment